საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ბათუმში წარმომადგენლობისთვის შენობა შეიძინა

20 იანვარი 2014

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ბათუმში ადვოკატთა წარმომადგენლობისთვის  შენობა შეიძინა. რომელიც მოემსახურება აჭარაში  მოღვაწე ადვოკატებს.  მათ საშუალება ექნებათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის საქმიანობაში. გაეცნონ საკანონმდებლო ნოვაციებს, გამართონ თემატური შეხვედრები და დისკუსიები როგორც აღმასრულებელი საბჭოს, ასოციაციის თავმჯდომარესთან და ეთიკის კომისიის წევრებთან. ასევე,  კოლეგებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებთან. თბილისში ჩამოუსვლელად აიმაღლონ კვალიფიკაცია გაიგონ და უშუალოდ ჩაერთონ ასოციაციის წლის ბიუჯეტის და სამოქმედო სტრატეგიის განხორციელების  და დაგეგმვის პროცესში.  ოფისი აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით და ბიბლიოთეკით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი